
მოდა ყოველთვის იცვლება და ვითარდება,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა ვიხედებოდეთ უკან.იმის ნაცვლად რომ თვალი ვადევნოთ დღევანდელი ცნობილი სახეების სტილს,შთაგონებისთვის ზოგჯერ უფრო სასარგებლოა გადავხედოთ წარსულის მოდურ სახეებს.
ამ პოსტში შევეხები ყველა იმ მნიშვნელოვან ფიგურას რომლებიც მოდის ხატებად იქცნენ.
1.მარლენ დიტრიხი
კარიერის პიკზე მყოფი მარლენ დიტრიხი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო.ქალურობასთან ერთად ხშირად მარლენის სტილში მამაკაცური შტრიხები შეიმჩნეოდა."უმჯობესია სახეზე გქონდეს ნაოჭი,ვიდრე წინდაზე"–ამბობდა ლეგენდარული მსახიობი და ამით იმის თქმა სურდა,რომ ქალი მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოს.დიტრიხის სტილი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
Michael Kors 2011rtw2.ოდრი ჰეფბერნი
ოდრი ჰეფბერნი სიკვდილის შემდეგაც დიდ გავლენას ახდენს მსოფლიო მოდაზე.მისი განუმეორებელი სტილის შემქმნელი არის– იუბერ დე ჟივენში.
"პატარა შავი კაბა"
ოდრიმ თითქმის ყველა ქალის გარდერობში დაამკვიდრა პატარა შავი კაბა,რომელიც მას ეცვა ფილმში "Breakfast at Tiffany's".აქ მთავარი გასაღები სიმარტივეა,სადაც დომინანტად შეიძლება გამოვიყენოთ სამკაული.
ე.წ."ბალერინები"
ოდრი ხშირად ამბობდა უარს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე და ირგებდა ე.წ."ბალერინებს"(Ballet flats)რომელსაც მშვენივრად უხამებდა კაბებს,შარვლებს,შორტებს.ამ პატარა კოხტა ქალბატონმა "ბალერინები" ლეგენდარულ მოდურ ელემენტად აქცია.ოდრის გმირი ფილმიდან "რომაული არდადეგები"(რომელმაც იგი სუპერვარსკვლავად აქცია) იმ პერიოდის ქალბატონებისთვის მისაბაძი გახდა.ყველამ აიტაცა მისი ვარცხნილობა,მაღალწელიანი გაშლილი ქვედაბოლო და ღილებიანი თეთრი პერანგი.
3.ჯეინ ბირკინი
ჯეინ ბირკინი 60–70–იანი წლების ერთ–ერთ საკულტო ფიგურას წარმოადგენდა.გარდა იმისა რომ იყო წარმატებული მსახიობი,იგი მღეროდა,მოდელობდა და ჰქმნიდა საკუთარ მარტივ და ამავდროულად გამორჩეულ სტილს.ატარებდა შუბლიდან დავარდნილ თხელ გრძელ "პონის",იცმევდა მაღალწელიან შარვლებს,მოკლე შორტებს,გამჭვირვალე კაბებს,უბრალო თეთრ მაისურებს,მაღალყელიან გეტრებს და ხშირად ატარებდა ჩანთის ნაცვლად ჩალის კალათს,რაც ყველასგან გამოარჩევდა.
მის სახელს ატარებს ლეგენდარული Hermes–ის ჩანთა.1981 წელს ლონდონში მიმავალ ჯეინს თვითვმფრინავით მგზავრობა Hermes–ის ხელმძღვანელ ჟან დიუმასთან ერთად მოუწია.ბირკინს კალათის დადებისას ნივთები ძირს გადმოეყარა.სწორედ ამის გამო დაიჩივლა მსახიობმა დიუმასთან,თუ როგორ სირთულეს წარმოადგენდა მისთვის ტყავის ჩანთის შერჩევა.1984 წელს დიუმამ შექმნა შავი ტყავის კომფორტული ჩანთა სახელწოდებით–ბირკინი,რომელიც საჩუქრად გაუგზავნა ჯეინს.ეს იყო ჩანთა რომელიც იქცა ფუფუნების და სიმდიდრის სიმბოლოდ.


4.იდი სედვიკი
შავად ჩახატული თვალები,მოკლე ქერა თმა,გრძელი დიდი საყურეები,ქურქები,მოკლე კაბები,შავი კოლგოტები,ქუდზე მიმაგრებული სათვალეები,ზოლიანი მაისურები–ამ ყველაფრით მე–20–ე საუკუნის ცნობილმა მოდელმა და ენდი უარჰოლის მუზამ იდი სედვიკმა შექმნა და დაამკვიდრა თავისი განუმეორებელი სტილი,რომელსაც დღეს უამრავი გოგონა ირგებს.

5.თვიგი
თვიგი მოდის სამყაროს ერთ–ერთი საკვანძო ფიგურაა.თვიგიმდე ძირითადად მრგვალი ფორმების მქონე მანდილოსნები იყვნენ მოდაში,მისმა გამოჩენამ კი ეს ყველაფერი შეცვალა.169 სმ. სიმაღლის ინგლისელი მოდელი სულ რაღაც 42კილოს იწონიდა.1966 წელს "წლის სახე" გახდა. მოკლედ შეჭრილი თმა,მინიკაბა,გრძელი წამწამები,დაბინდული თოჯინის თვალები,ფერადი ტანსაცმელი–"თვიგის სტილს" წარმოადგენდა.


6.ჯენის ჯოპლინი
არ შემიძლია არ ავღნიშნო ლეგენდარული მომღერალი ქალბატონი ჯენის ჯოპლინი,რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჰიპური ელემენტების დამკვიდრებაში.დაუდევრად გაშლილი თმით,თავზე მოხვეული ელემენტებით,ბუმბულებით,ბეჭდებით და უამრავი სამკაულით დახუნძლული ჯენისი ნამდვილ ჰიპურ იმიჯს ქმნიდა.დღესაც ხშირად შევხვდებით მსგავსი სტილის მქონე ქალბატონებს.

7.ბიანკა ჯაგერი
შეუპოვარი,ორიგინალური,სექსუალური,ეგზოტიკური–ეს იყო 70–იანი წლების მოდის ერთ–ერთი აღიარებული ფიგურა–ბიანკა ჯაგერი.(მიკ ჯაგერის ყოფილი მეუღლე)
მისი ორიგინალურობა არამარტო სტილში,არამედ მის საქციელშიც გამოიხატებოდა,რაც ხშირად გამოარჩევდა თავის დროის ლამაზმანებისგან.30 წლის იუბილეზე იგი არც მეტი,არც ნაკლები თეთრ ცხენზე ამხედრებული გამოცხადდა "Studio 54"–ში.
საკუთარ ქორწილში კი საქორწინო კაბის ნაცვლად,თეთრი სმოკინგი მოირგო.ყველა დიზაინერს სურდა ბიანკას შემოსვა.უყვარდა ცალმხრიანი კაბები,ქურქები,ჰალსტუხები,ჩალმები,ორიგინალური ქუდები,ძველი ბერძნული სტილის სამოსი და რა თქმა უნდა Yves Saint Laurent-ის სმოკინგი.ხშირად ბიანკას განუმეორებელ სტილს მისი მეგობარი Halston ქმნიდა.


8.მადონა
სკანდალური მომღერალი და მსახიობი მადონა 80–90–იანი წლების პოპ ინდუსტრიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად იქცა,რაც მუსიკასთან ერთად დიდწილად განაპირობა მისმა განსხვავებულმა სტილმა და იმიჯმა.ხალხს სწორედ ის შოუ ხიბლავდა,რასაც მათ მადონა სთავაზობდა.

მაქმანიანი ტოპები,ბადისებური კოლგოტები,ორიგინალური სასცენო კოსტუმები და ვარცხნილობები,ინდური სტილის სამოსი და რათქმა უნდა Jean Paul Gaultier-ის კონუსური ბიუსტჰალტერი , მან მოდურ ელემენტებად აქცია.

მიუხედავად იმისა რომ მადონა ნამდვილი ნოვატორი გახლდათ,იყო პერიოდი როცა მის სტილში ლეგენდარული მერლინ მონროს გავლენა იგრძნობოდა.



დღეს კი პოპ მომღერლების გარკვეული ნაწილი მადონას სტილს იმეორებს.



9.ლინდა ევანგელისტა(ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი):)


ლინდა იყო ერთ–ერთი პირველი რომელსაც სუპერმოდელი უწოდეს.დიზაინერი კარლ ლაგერფელდი მას უწოდებდა"საუკეთესოს,საუკეთესოთა შორის".იგი ხშირად იცვლიდა სტილს,ნამდვილი ქამელეონი გახლდათ.რთულია გამოარჩიო მისი რომელიმე იმიჯი.ბუნებრივად მუქ თმიანი ლინდა არანაკლებ იხდენდა ქერასა და წითურს.
1980–იანი წლების ბოლოს მან თმა ბიჭურად შეიჭრა.სუპერმოდელებს შორის ევანგელისტა იმ პერიოდში იყო პირველი მოდელი მოკლე თმით,რაც ქალბატონებისთვის მისაბაძი გახდა.სტეფანო გაბანა ლინდას შესახებ:"მისი გავლენა ყველა ფოტოგრაფსა თუ სტილისტზე განუზომელია.თუკი 60–70–იაი წლების მოდელზე საუბრობთ და ყველაზე დიდი სახელი ვერუშკაა,80–90–იანებში იგივეა ლინდა"2005 წელს სუპერმოდელი– "World style icon"–ად დასახელდა.

10.ქეით მოსი

ზოგიერთი მოდელი მოდის ბიზნესში დიდ სახელს ტოვებს.ქეით მოსიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.მოქმედი მოდელებიდან მოსი ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური პიროვნებაა.
მან მოდის ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა.არაჯანმრთელი სიგამხდრე,არც თუ ისე მაღალი ბიჭური აღნაგობა იდეალურ სტანდარტად აქცია.ამის გამო მას ხშირად ადარებენ 60–იანი წლების განუმეორებელ მოდელ თვიგის.

ინგლისელი სუპერმოდელი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ჩამცმელად სახელდება.Vogue-ს სტილის დირექტორის–Alexandra Kotur–ის თქმით,არავის მოუხდენია ისეთი უზარმაზარი გავლენა თანამედროვე ქალების ჩაცმულობაზე,როგორც ეს ქეით მოსმა შეძლო.
მან დრეს კოდი უარყო და ოფიციალურ ღონისძიებებზე ხშირად შეუსაბამოდ გამოწყობილი ჩნდებოდა.იცმევდა იმას რაც უბრალოდ უხდებოდა,საღამოს კაბებზე ტყავის ქურთუკს,ჯინსთან–ბეწვის ქურქს,სოლიდურ სამოსთან დაბალძირიან ფეხსაცმელს.


ცნობილმა დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა ქეითის გარეგნობა გააკრიტიკა:"ის ძალიან შორსაა იმისგან,რომ ითვლებოდეს ლამაზ ქალად,დაბალია,აქვს გაღუნული ფეხები და აბსოლუტურად არაპროპორციული სახე",მაგრამ მიუხედავად ამისა მოსი 21–ე საუკუნის საუკეთესო მოდელად აღიარეს.მასზე დღემდე დიდი მოთხოვნაა,თითქოს ახალი მერლინ მონროა.მოსი კულტად იქცა,რომლის სახეც ისეთი არტისტების შემოქმედებაშია ასახული,როგორებიც არიან:ლუსიან ფროიდი,დემიენ ჰირსტი,მარკ ქუინი,ტაკაში მურაკამი,ბენკსი და ა.შ.






momecona,sainteresoa da tanac originaluri Kolumnea!!!
ReplyDeleteket gilocav pirvel posts momecona!gaaqtiurdi meti postebi dade:)
ReplyDeletevax. hermesis chantebi (forma) sasacaulad momsonc, magram ras vifiqrebdi ase dzvirii tu girda ;D ;D
ReplyDelete